понедельник, 26 ноября 2018 г.

ღვთისმშობლის თვალი

...ხომ განსაკუთრებით უყვარს ყველას მზე - მარიამი, მფარველი და მწყალობელი ჩვენი... ბავშვობაში ასე შემირქმევია ღვთისმშობლისათვის თავს ირგვლივ შემომდგარი შარავანდედის დანახვისას. მუდამ ხალხმრავლობა იყო მისი ხატის წინ, მაგრამ სხვა დროს არცერთხელ არ მენახა ამდენი მლოცველი ერთად. ალბათ წინ ვერაფერი დაუდგება ამ ლოცვას, გზას გამარჯვებით გაუნათებს ჩვენს ლაშქარს. დიდ იმედებს ამყარებს ამ ბრძოლაზე ჩვენი ბედკრული ქვეყანა. ამ ბრძოლამ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი.
თვით დიდიმოძღვარიც მობრძანდა. თვალს ვერ ვუსწორებდი ისე უელავდა ოლარი და სკიპტრა. მოწიწებით მიეახლა ღვთისმშობლის ხატს, მუხლი მოიყარა, ხელნი აღაპყრო და შეჰღაღადა, დაიფარეო შენი წილხვედრი ქვეყანა.. მერე დიდხანს იდგა მის წინაშე, დაბლა თავმოდრეკილი, უხმოდ მლოცველი.
დიდ განსაცდელშია ჩვენი ბედკრული ქვეყანა და განსაცდელში ხარ შენც, ჩემო სიყვარულო.
-და ნუ მკითხავ რომელი განსაცდელი უფრო მაშინებს, რომლის დარდი უფრო მძიმეა ჩემთვის, შენი თუ სამშობლოსი, ვერ გიპასუხებ. ინებოს მზე-მარიამმა, გამარჯვებული დაგვიბრუნდეს საომრად წასული სპა, მაგრამ შენ თუ აღარ იქნები მათში, აღარც გამარჯვების სიხარული იქნება ჩემთვის, თვით მზეც ჩაქრება, თუ ერთი სხივი მოაკლდება შენი სახით.
ერთი აზრი თუ ხილვა გამომყვა ტაძრიდან გამოსულს: შესაწირავი უახვად გაიღეს იმ დღეს მლოცველებმა, მაგრამ მათ შორის არსად ჩანდა იშვიათად სახილველი ყვავილი ერთი, ღვთისმშობლის თვალს რომ უხმობენ სახელად.
...ალბათ გემახსოვრება რამდენი ვეძებეთ ის ყვავილი ორივემ ერთად. უცნაურია, ისეთი გამჭვირვალე ფოთლები აქვს, ცის ნატეხი გეგონება და მხოლოდ ჭაობზე თუ გაიშლება, ნახევრად ბნელში.
მარტო არ ვყოფილვარ მაშინ, შენ მყავდი გვერდით. პირბასრი მახვილიც წელზე გერტყა, მაგრამ მე მაინც მეშინოდა... უფრო სწორად, თავი მეჭირა ისე, ვითომ ძალიან მეშინოდა. აბა, შენს გვერდით რა იყო მაშინ საშიში, მაგრამ ბავშვივით ვცელქობდი მაშინ. შენც იცინოდი ჩემს შიშზე, მართლაც ბავშვივით მიფრთხილდებოდი.
მრავლად დავკრიფეთ იმ დღეს ის იშვიათად სახილველი, უცხო ყვავილი. ღვთისმშობლის საყვარელი ყვავილებია, ასე ამბობენ ჩვენში...
სულ ახლოს გაისრიალა ჭრელმა გველმა, მოვას2წარ თავის არიდება. ფესვებიც, ხელის ჩაჭიდება რომ დავუპირე, თითქოს გაცოცხლდნენ, ფეხქვეშ ჭაობის ჭენჭყო იზნიქებოდა, მაგრამ შიშს სრულებით ვერ ვგრძნობ... ახლა ბევრად ნაკლებად მეშინია, ვიდრე მაშინ, როცა ერთად ვკრეფდით ამ უცხო ყვავილებს. არც ტკივილს ვგრძნობ, ისარივით წამახულმა ეკალმა გამიკაწრა ხელი. ვინ იცის, ახლა უკვე ებრძვი მომხვდურს და მისმა მახვილმა მოსინჯა შენი სხეული... შევთხოვ მზე-მარიამს, ამ ეკლის განაკაწრზე მეტი ნუ იქნება შენი ჭრილობა.
უკვე გვიანი საღამო იყო, როცა ისევ ტაძრად მივბრუნდი ახლადდაკრეფილი ყვავილებით ხელში. ცოტანიღა დარჩენილიყვნენ მლოცველები, ღვთის მსახურთაგანაც აღარავინ ჭაჭანებდა. არავის შეუმჩნევია ჩემი ძვირფასი ძღვენი, არც მჭირდებოდა. ღვთისმშობლის ხატის წინ ფრთხილად დავაწყვე ცის ნატეხებივით გამჭვირვალე, ფერნათელი ყვავილები. მერე როგორც იქნა, ამეხსნა ენა, შენი თავი და ჩვენი ბედკრული ქვეყანა შევავედრე მზე-მარიამს.
ამ ლოცვის შემდეგ ვეღარ დავტოვე ღვთისმშობლის ტაძარი, ჩემო სიყვარულო, კარგად ვიცი, ვერ მოისვენებს ჩემი სული და სხეული. კუთხეში ჩუმად მივიმალე, კანდელაბრის უკან, ჩემი მიტანილი ყვავილები ისე ცოცხლად ღაღანებენ, თითქოს ეს წუთია დაკრიფესო...
ტაძარში აღარავინაა, უკანასკნელმა მლოცველმაც კარგახანია დასტოვა აქაურობა. მალე ალბათ ირიჟრაჟებს კიდეც და ვინ იცის, ვისთვის რა ფერად შეიღებება ის რიჟრაჟი... ამაზე ფიქრში რული არ ეკარება ჩემს თვალებს... შენ აბჯარი გმოსავს ჩემო სიყვარულო, მკერდი ჯაჭვით გაქვს დაფარული. მე თხელი გულისპირი მიფარავს ყელ-კისერს, იმასაც მოვიშიშვლებ და ასე შევთხოვ მზე-მარიამს, შენ აგარიდოს მტრის მახვილი და ჩემსკენ მომართოს იგი, თუ გარდაუვალია ერთ-ერთი ჩვენთაგანის სიკვდილი.
მერე კი, როცა სამადლობელ სიტყვას იტყვი სპასთან ერთად ბედნიერად მობრუნებული, ღვთისმშობლის ხატის წინ ნახავ ცის ნატეხებივით გამჭვირვალე, ფერნათელ ყვავილებს, ღვთისმშობლის თვალს რომ უხმობენ სახელად. მაშინ მიხვდები, სიყვარულო, ვისმა ლოცვამ გადაგარჩინა.

понедельник, 12 ноября 2018 г.

ცხოვრებით, რომელიც არავის მოუტანს ზიანს.

არც თავად ჩვენ ვირჩევთ თუ რა იქნება ჩვენი ხვედრი მას შემდეგ, რაც ცხრა თვიანი უზრუნველი ცხოვრების შემდეგ დედის სხეულს მოვშორდებით და ვიხილავთ სამყაროს საკუთარი თვალებით. ადამიანთა უმეტესობისთვის ეს ორი შემთხვევა კატეგორიულად გამორიცხავს შესაძლებლობას იმისა, რომ ადამიანმა თავად გადაწყვიტოს მეორე ადამიანის, ან საკუთარი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ამას ალბათ იმიტომ ვწერ, რომ... თუმცა ამას რა ახსნა უნდა! გაიხედეთ ირგვლივ, ყველგან ომია, ყველგან ძალადობა, სიძულვილი და სიკვდილი მეფობს. ერთეულების ამბიციებისა და ინტერესების გამო მილიონები იღუპებიან. ადამიანის სიცოცხლეს ბევრგან დაეკარგა ფასი და მისი საზომი ზოგან კანის ფერი, ზოგან წარმომავლობა, ზოგან კი რწმენა გახდა და ასე შემდეგ. მთავარი ისაა, რომ ადამიანებს ვეღარ აერთიანებთ ადამიანობა, ანუ რეალურად, მხოლოდ ის, რომ ადამიანი ადამიანია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან დედამიწაზე სხვა ისეთივე ადამიანების დვერდით დაიმკვიდროს ადგილი, როგორებიც სხვები არიან. თითქოს მთლიანად დაკარგეს საკუთარ თავზე კონტროლი, შეეგუვნენ რა აზრს, რომ ისინი ბუნების კანონის მიხედვით მოქმედებენ და ამას ვერ აღუდგებიან წინ. რა ხდება სინამდვიულეში? ხდება ის, რომ მთელი სამყარო ადამიანს მორჩილებს, ადამიანმა შექმნა ირგვლივ ყველაფერი, რასაც სამყაროს ნაწილად ვთვლით. ადამიანმა შექმნა ყველაფერი რასაც ვხედავთ ან ვერ ვხედავთ დღეს. ადამიანმა შექმნა უფალიც კი და სწორედ ამიტომაა, ყველა ეპოქაში, ყველა ხალხს (ხოლო მე თუ მკითხავთ თითოეულ ინდივიდს) თავისი ღმერთი ჰყავდა და რომელიმე რელიგიის საკუთარი გაგება. სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ადამიანი ვერასოდეს კმაყოფილდებოდა არსებულით და ამ ტენდენციამ თავად ღმერთისა და რელიგიის ცვლილებამდეც კი მიგვიყვანა თავის დროზე (ჰენრი მერვე, ლუთერი თუ სხვა...). არვიცი ძალიან გულუბრყვილო ვარ თუ რატომ, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ არ მინდა დავიჯერო, რომ ადამიანს, ამ ყოვლისშემძლე არსებას არ ძალუძს კეთილსინდისიერება დააყენოს ცხოველურ ინსტიქტებზე მაღლა, გაიმარჯვოს მასზე და იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. ცხოვრებით, რომელიც არავის მოუტანს ზიანს...

воскресенье, 11 ноября 2018 г.

50 ცხოვრებისეული ფრაზა ევრიპიდეს ტრაგედიებიდან

1. ბატონების უბედურება თავიანთ უიღბლობად მიაჩნიათ ერთგულ მსახურებს.
2. ახალ ქორწილში ვიღას ახსოვს ძველი.
3. საშინელია მეფეთა რისხვა. არავის ყურს არ უგდებენ, მათ წინაშე კი ყველამ უნდა მოიდრიკოს ქედი. ვის შეუძლია მოთოკოს მათი მძვინვარება ? 
4. ნეტა მას, ვინც უჩინრად ცხოვრობს მისსავე მსგავს უჩინოთ შორის.
5. ზომიერება - რა ტკბილად ჟღერს თვითონ ეს სიტყვა! ცხოვრებაში კი არაფერია მისი ფასი! 
6. რა იქნებოდა, სიმღერით რომ შეიძლებოდეს უმკურნალო კაცთა სატკივარს! ლხინის დროს კი რა აზრი აქვს ან სიმღერას ან მუსიკობას? საზეიმოდ გაშლილი სუფრა უმისოდაც კარგად ალხენს მომაკვდავთა გულს. 
7. მაცდურია მოკვდავთა თვალი, ვერ არჩევს მრუდსა და მართალს , ჩვენ კი სწორედ ერთი შეხედვით, ზერელედ ვმსჯელობთ იმაზე, ვის სულშიაც არ ჩაგვიხედავს, და ვგმობთ იმას, ვინც ჩვენს გმობას არ იმსახურებს . 
8. რამდენი სულდგმულია ამქვეყნად, რამდენ გულში ღვივის გრძნობა და აზრი, მაგრამ არ მოიძებნება არსება , ქალზე უფრო უმწეო და საცოდავი.
9. ბედნიერად ითვლება ქალი, ყველა შენატრის იმის ყოფას, თუ ქმარი ერთგულად ეწევა ცოლქმრობის უღელს; თუ არადა სიკვდილი გვიჯობს სიცოცხლეს. 
10. ჩვენზე ამბობენ, მშვიდად და უზრუნველად ცხოვრობთ ქმრის სახლში, კაცის ცხოვრება კი ხელჩართული ბრძოლააო. რა სიბრიყვეა! ერთი შვილის შობას მირჩევნია სამი ბრძოლა გადავიხადო.
11. სუსტია ქალი, ბასრი მახვილის დანახვაც კი აძრწუნებს და თავზარს სცემს, მაგრამ თუ შეუგინეს ღირსება და შეუბღალეს სარეცელი, მისებრ მწარედ ვერავინ იძიებს შურს.
12. კაცს თუ ჭკუა აქვს დიდ ცოდნას არ მისცემს შვილებს, რათა ხალხის შურს განარიდოს, სხვებისაგან გამორჩეულნი.
13. აბა, გაბედე და რაიმე ასწავლე უვიცს: უქნარად ჩაგთვლის, განა მცოდნედ, ანდა სწავლულად. ხოლო თუ ცოდნით დაჩრდილე ჭკუა-გონებით განთქმულნი და სახელმორჭმულნი, იცოდე, მავნედ და ხორცმეტად მიგიჩნევს ხალხი . 
14. რამდენად უფრო ადვილია გულფიცხი ქალის, გინდ კაცისაგან დაიცვა თავი, ვიდრე ერიდო ფრთხილსა და ვერაგს. 
15. რა ძვირად გვიღირს სიყვარული უბრალოდ მოკვდავთ.
16. ბედისწერა განაგებს ყოველს.
17. რამდენი სიავის სათავეა ფუჭი სიშმაგე.
18. უბედურს და ღარიბ-ღატაკს მეგობრებიც კი გაურბიან. 
19. ძღვენი ღმერთებსაც არ აწყენთო, გამიგონია; მოკვდავთ კი, მით უმეტეს , ერთი ოქრო მეტად უღირთ ათას სიტყვაზე.
20. მოკვდავთა შორის უშვილძირონი ათასწილ უფრო ბედნიერნი არიან მათზე, ვისაც შვილი მისცა განგებამ. რადგან უშვილომ არც კი იცის რა არის შვილი: ენითუთქმელი სიხარულის თუ მუდმივი ტანჯვის სათავე .
21. ზოგს შეიძლება ერთ საქმეში სწყალობდეს ბედი, სხვას - მეორეში, მაგრამ ბედნიერს ვერავის ჰპოვებ.
22. მშურს მათი , თავი თვისი ვინც უჩინარყო, მოკრძალებულად , უყვედრელად განვლო ცხოვრება. არასაშურად მიჩანს ხვედრი აღზევებულთა.
23. ყველა მოკვდავი , ბედნიერიც კი , საბოლოოდ უბედურია. აროდეს, არვინ ბედნიერი არა შობილა.
24. სათნოების მტერია ენა.
25. ბედნიერია ამა ქვეყნად მდაბიო კაცი , გულწრფელი ცრემლით ეგებება გასაჭირს იგი , დარდს იმსუბუქებს ბედმჩივანი, ხოლო დიდებულთ სირცხვილი ბოჭავთ.
26. რა მწირი, უგერგილო არის სიტყვები , დაღუპვისაგან გადარჩენის სამადლობელოდ.
27. სიკეთეზე ძალმომრეობს ძალ-უხეშობა მოკვდავთა შორის, კანონზე კი - უკანონობა.
28. მწირის სიცოცხლე მირჩევნია მკვდრისა დიდებას.
29. ბრბო ღრძო და ყრუა.
30. სასოწარკვეთილთ უსასოოდ არ დატოვებენ მაღალნი ღმერთნი .
31. მოსპობს ბრწყინვალებას მწველი სიღატაკე .
32. უქმობით და მხოლოდ ღმერთების ხსენებით ჯერ არ უშოვია სარჩო ძეხორციელს.
33. კაცობის განსაზღვრა თუ გინდა, ზუსტ ნიშნებს ვერასდროს დაადგენ, რამეთუ ჰყოლია მამას კეთილშობილს შვილი არამზადა და კაცი კეთილიც შობილა ავისგან.
34. შიმშილი სულდგმულობს მდიდართა სულში და დიდი აზროვნება - ღარიბთა სხეულში.
35. თუ ძალაუფლება კაცს ხელში უჭირავს , ვეღარც კი დაითვლი მეგობრებს, უკეთუ ტახტიდან ჩამოხვალ - ნუღარ გაქვს იმედი ძველი მეგობრების.
36. ჩვენში ხომ ასეა: არავინ განიკითხავს შენს საქმეს, ტყუილად კი შეგიძულებენ, ჭეშმარიტ სიმართლეს არავინ დაეძებს.
37. ჯანმრთელმა კაცმა რომ იფიქროს სნეულებაზე, მხოლოდ ეს ფიქრიც დატანჯავს და დაასნეულებს.
38. ვემორჩილებით ღმერთებს, ანუ მათ, რომლებსაც ჰქვიათ ღმერთები.
39. კანონის მორჩილება ბრძენთათვის მხოლოდ მონობაა და ბორკილები.
40. ნეტარ არიან ის მოკვდავნი, ვისაც წილად ხვდათ სვე-ბედნიერი ქორწინება , რადგან უიღბლო ქორწინება ადამიანს აუბედურებს.
41. მრისხანე ბრბოს მძვინვარებას თავს ვერ დააღწევ, ის ხანძარია, ვერ ჩააქრობ, და თუ დაუთმობ, თუკი სიმშვიდით გადაიტან მის მძვინვარებას, ოდეს დაცხრება, მაშინ უნდა იხელთო დრო და მიიღებ კიდეც, რასაც ითხოვ.
42. ხომ ტკბილია , მეხომალდე რომ აბობოქრებულ ზვირთთა შორის თვალს შეავლებს ზეცას, უფრო ტკბილია, გასაჭირში რომ ერთგულ მეგობარს დაინახავს ადამიანი.
43. სიკვდილ-სიცოცხლე. რა მოკლედ ითქმის, მაგრამ რაოდენ ღრმა აზრი ძევს ამ ორ სიტყვაში.
44. შეიძინეთ მეგობრები, ნუ დასჯერდებით ნათესავებს, მერწმუნეთ, თუკი თქვენი სულის სადარს მიაგნებთ, თქვენი მფარველი იქნება იგი და მირიადი ნათესავიც ვერ შეგიცვლით ასეთ მეგობარს.
45. ბრძენ მეგობარზე დიდებული არც სიმდიდრეა , არც მეფის ტახტი.
46. სახიფათოა ბედნიერი კაცი, რომელიც უბედურდება.
47. მხოლოდღა ენით მოქადული უგნური კაცი, მამაციც იყოს, ვერ ივარგებს ქვეყნის გამრიგედ.
48. ამაოა ყოველი სიბრძნე, თუ ცხოვრებამ ჩაგიარა ამაოდ.
49. რაზომ უხანოა წუთისოფელი : მიუწვდომელ ოცნებათა მდევარი მისაწვდომელს დაკარგავ.
50. უგუნურთათვის ამაოა ბრძნული პასუხი. 
51. ხამს დათმენა გულისწყრომისა: ბრძენი კაცისგან არ ეგების სიფიცხის ჩენა

воскресенье, 28 октября 2018 г.

ჩვენ ? არა, მე და შენ!

ჩვენ ? არა, მე და შენ!


მე ჩემი თავი ფუჭად ვაწამე,
შენზე ფიქრებში დრო, რომ დავკარგე,
ის წაღლეტილი წლები იკმარე,
მე შენში როცა გადავიკარგე.

წარსულის წაშლა კი უკვე ვითავე!
კარგო შენ ჩემში გარდაიცვალე,
და ახლა, როცა - ეს ვაღიარე
მინდა ვიყვირო - მე გავიმარჯვე!


четверг, 4 января 2018 г.

usiyvarulod es cxovreba agar mchirdeba

menatrebi titqos martla chemi iyo 
da chems garda qveynad arvin agar gflobdes 
is dro gaqra chmo kargo ertad yofnis 
axla isev tkivilamde menatrebi, 
davigale am cxovrebam mtlad damgala 
am cxovrebas ver gavuge veraferi 
menatreba chemo kargo is dro tkbili 
chveni siyvarulisagan gadaglili, 
magrad vai rom chven ertad agaravart 
da uflebac ar maqvs sheni monatrebis 
chven dro gvedga siyvarulo tkbilze tkbili 
exla gvidgas tkivilis da molodinis, 
agar vici ra vushvelo monatrebas 
monatrebam me tkivili shemaswavla 
agar vici sad gaveqce me molodins 
tirili da molodinic man maswavla, 
netav ratom exla ragad menatrebi? 
shen xom chemi siyvarli agaraxar 
magram ra vqna sul bolomde meyvarebi 
siyarulma monatreba shemaswavla

суббота, 4 ноября 2017 г.

რა გიპასუხო?

რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს.
განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს.
ამ ნაგებობებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ.
ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს.
განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს
და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს.
სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ.
საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.

ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს _
ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით
უსარგებლოებს _ ხელნაწერებს, რითიც სავსეა
ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების.
ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს.
ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით.
ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს.
ვერც ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.

ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ. და ჩვენს გარშემო
როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო.
რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ,
უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ,
მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი
გვის და ამტვერებს; და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ.
და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი
ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.

თვალებში

მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, შიგნით ტბებია,
ჩაღამებული ყურეები მყუდრო დღეებით,
ზღვის სიშორეში შუაღამეს უერთდებიან
მთვარეში ნავით გადასული მეთევზეები.

თვალუწვდენელი ურჩხულების ვერცხლის პერანგით
ბზინავენ ზღვები მთვარის შუქზე. მლაშე სურნელით.
იძვრის ნიავი, როგორც მშვიდი ძილის სურვილი,
ვიდრე წრეს შეკრავს, შემოხაზავს მზის ბუმერაგი.

მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, სარკმლის, ფარდების
მიღმა, როდესაც ვარსკვლავეთის მხარე ინთება,
უფსკრულებია აქ ისეთი – შეგეშინდება
ციხე-კოშკიდან მონაზვნების გადმოვარდნები.

აქ ტყეებია ამ ტბებში რომ ირეკლებიან,
მთიდან ველებით ევლებიან ტყეს ფრინველები,
ტყეების შიგნით საიდუმლო ბილიკებია,
შემოიხედე – შენც ამ ტყეებს გადაევლები.

ერთი ჩახედვით, ერთი წამით და გაელვებით
ვნახოთ ქუჩები, სანაპიროს ქალაქები და
ტაძრის ბაღებში გადავძვრებით გალავნებიდან
და ბრმა მათხოვარს გზის პოვნაში მივეშველებით.

ცოტა ხნით ღმერთის გვეგონება მისი ხელები,
მაგრამ იცოდე ჩემს თვალებში ღმერთი არ არი,
აქ მხოლოდ მისი საფლავია, ზეთისხილები
ფარავენ და ჩვენც გავანათებთ საფლავს ფარანით.

ტაძრის გუმბათზე ნახავ როგორ თვლემენ მტრედები,
მსუქანი მღვდლები შეგხვდებიან ეჭვის თვალებით,
წამით ათასგვარ მწიკვლოვნებას დაგაბრალებენ
და ტაძრის ზღურბლთან მდგარ ხეიბრებს შეეფეთები.

სუნი გეცემა საზარელი, მაგრამ საკურთხის
და საკმეველის სურნელებაც მოვა შენამდე.
ასეთი ფერის განათება მხოლოდ წაკითხულ
ზღაპრებშია და სიზმრებშია. შიგნით შემოდი!

შენ ვერ გაიგებ ხმაურია თუ, სიმშვიდეა,
არ ისმის სიტყვა, ისმის მხოლოდ ექო ბგერების,
შუაღამეში ეს ტაძარი ისე დიდია -
აქ ქრისტეს ძმებიც არიან და ქრისტეს მკვლელებიც.

მიწის მუშები, დურგლები და მებადურენი
აღსავლის კართან სიწმინდეებს ეძალებიან,
კედლის ნაპრალში ხელისგულებს აფათურებენ
ბებრუხანები, იქვე ძველი მეძავეები

დგანან და მორცხვად ბუტბუტებენ. თუ, აკვირდები
ნახავ ლოცვანებს მათ ხელებში ოდნავ გადაშლილს,
ოდესღაც მათთან მეც ვიწექი – გაგიკვირდება,
იმათაც უკვირთ გამოჩენა შენი ტაძარში.

კოლონების ქვეშ კაცი რომ დგას და იმის ვაჟი,
მზვერავის თვალით გიყურებენ, მაგრამ ვერავინ
შეგბედავს სიტყვას, სულ აქ დგანან, ისე კი სახლში
მეთევზეთათვის ხომალდების აფრებს კერავენ.

მათთან მოდიან მეზობლები და სადილის წინ
ამბობენ ლოცვებს სამადლობელს, ბოლოში – ამინ!
თვალი თვალის წილ, როგორც არის, კბილი კბილის წილ
სხედან და ასე ჯამებიდან ხელებით ჭამენ.

აგერ, ფერდობზე რომ გაჰყურებს ზღვებს და ამინდებს -
ჩემი სახლია აკაციის ტყის პირას მდგარი,
ათასი წელი შეიძლება ისე გავიდეს,
რომ ვერ შევაღო საკუთარი სამყოფლის კარი.

არ ვიცი შიგნით ვინ დამხვდება, თუკი იქნება
ვინმე საერთოდ ამ ძველ სახლში. შევიდეთ, ვნახოთ.
სიზმარშიც მიჭირს ამ ადგილის, ამ გზის მიგნება,
ამ ხნის მანძილზე არ ვყოფილვარ მე ასე ახლო

მასთან. ისევე დაბურული ეზო და ბაღი,
როგორც ოდესღაც და კედლებზე სურო ასული,
ქვის ქანდაკება, შადრევანი, გალავნის თაღი
მომადენს ცრემლებს თუ, რამხელა ჟამი გასულა.

შენ გაოცება გადაგირბენს სახეზე, ბაგე
ოდნავ ღიმილით გაგეპობა, ბაღის ჩრდილი კი
აშრიალდება, გამოჩნდება სახლის ბილიკი
და მოწყურებულს გეტყვი; – ძველი ჭა არის აგერ.

ვენახის გვერდით! ჩემი სიღრმის უძველეს ჭიდან
წყალს ამოვიღებ და მოგაწვდი, ამ დროს კარები
მძიმე ჭრიალით გაიღება, აივნის ჩიტი
დაფრთხება და შენც მომეკრობი მიუკარება.

გარეთ გამოვა მამაჩემი შესული ხანში,
ფეხის ხმით მიცნობს, მეც ვიცანი მისი ფეხის ხმა,
უძღები შვილის იგავში თუ, საკუთარ სახლში
აღმოვჩნდი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ძმა.

ჩემზე უფროსი ათასი წლით, უკან მოყვება
განათებული ლამფით ხელში მოხუც მამაჩემს.
ეს იყო ადრე – უარყოფა თუ, ამბოხება,
ახლა ვდგავარ და უნებლიედ ველი განაჩენს.

დედა მოგვიკვდა ახალგაზრდა, ამ კაცის ცოლი,
ორივე იმან გაგვაჩინა, ცათა სიშორეს
მალე გაუყვა და მეც დედას ვგავარ და მგონი
ამ უეცარი განკითხვის წამს ეს თუ, მიშველის.

ლოყაზე წვერით შემეხება და მამაჩემი
მეტყვის: მოხვედი, დაგვიბრუნდი! კიდევ ორ სიტყვას.
ჩვენ შიგნით შევალთ და ამ ღამით იქვე დავრჩებით
სახლში, რომელიც მოგვაგებებს სიზმრების სითბოს.

შემოიხედე ჩემს ოთახში, შემოდი, ნახე
ის, რაც ვერასდროს ვერ იხილეს სხვისმა თვალებმა,
მოვძებნოთ სხვენში ხელთუქმნელი მაცხოვრის სახე,
როგორც ჭრილობა, სიყვარული და შებრალება.

მონატრებული მამაჩემი გაგვიშლის სუფრას,
ჯერ შენს სტუმრობას დალოცავს და გაგეცინება,
მერე კი შვილებს გვადღეგრძელებს – უმცროსს და უფროსს,
ნამგზავრს და დაღლილს შენც ჩემს მხარზე ჩაგეძინება.

და ძილში გეტყვი, რომ მიყვარხარ, რომ ვერ დავმალე
მე ვერაფერი თუკი გულში რამე მიცემდა,
ხვალ შენს თვალებში ჩავიხედავ, როცა მამალი
იყივლებს სამჯერ რიჟრაჟზე და გაგეღვიძება.

ეს ღამეც

ეს ღამეც გავიდა კვლავ შენზე ფიქრებში
და როგორც ყოველთვის გრძნობებში ვიწვები
ნეტავი შევძლებდე შენს ნახვას სიზმრებში
და ისევ ტირილით გავფანტო ფიქრები.
თვალი გავახილო ვიხილო ფიფქები
მე ხომ ამ ზამთარში შენს ტრფობით ვიწვები.
როგორ მენატრები... არ ფიქრობ ? ვგიჟდები.
შენ ჩემთვის ყოველთვის ოცნება იქნები.
ისევ დაღამდება და შენზე ფიქრებში
გადავღლი მთვარეს და კვლავ შენთან ვიქნები
როცა გათენდება, კვლავ შენზე ფიქრებით
გავახელ თვალებს და ოცნებით ვიქნები
ასე გაივლის წამები,წლები
და მე ყოველთვის შენს გვერდით ვრჩები...

    ღვთისმშობლის თვალი

    .. .ხომ განსაკუთრებით უყვარს ყველას მზე - მარიამი, მფარველი და მწყალობელი ჩვენი... ბავშვობაში ასე შემირქმევია ღვთისმშობლისათვის თავს ირგვ...